
UK BRIDGE
UK Bridge-ს აქვს პატივი, უმასპინძლოს განათლების საერთაშორისო გამოფენას 2023 - ს, რომელიც 5 მარტს, სასტუმრო "Rooms"- ში გაიმართება. გამოფენაში მონაწილე სკოლების მიზანია შეხვდნენ სტუდენტებსა და მათ მშობლებს, ადგილზე გააცნონ სხვადასხვა კურსები და უპასუხონ კითხვებს.
ბოლო წლების განმავლობაში, საზღვარგარეთ სწავლის მსურველთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ეს გამოფენა საშუალებას მისცემს ქართველ სტუდენტებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს პირადად შეხვდნენ და გაეცნონ სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ სასწავლო პროგრამებსა და კურსებს.
ჩვენ ველოდებით მონაწილეებს სხვადასხვა ქვეყნებიდან.მონაწილეებს საშუალება ექნებათ წარმოაჩინონ თავიანთი სკოლა, კოლეჯი, ინსტიტუტი და პირადად შეხვდნენ პოტენციურ კლიენტებს.